fbpx
ნახეთ კალათა0.00

No products in the cart.

სანსევერია

19.00

სანსევერია.
ის ერთ-ერთი ყველაზე უპრობლემო მცენარეა, თანაც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო, რამდენადაც ასუბთავებს ჰაერს მავნე ნივთიერებებისაგან.
თუ ფიქრობთ რომ მისთვის ადგილი არ გაქვთ, ეგეც არაა პრობლემა, შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას დადგათ.
სანსევერიის სამშობლო აფრიკის ტროპიკებია. მისი 70-მდე სახეობა არსებობს, მაგრამ ოთახის პირობებში მხოლოდ 2-ს ზრდიან: სამზოლიანს და ცილინდრულს.
სამზოლიან სანსევერიას გრძელი ფოთლები აქვს – 1.5 მეტრი, სიგანე-7 სანტიმეტრამდე, ხმლის მაგვარი, ფოთლები ღია მწვანე ფერის აქვს უფრო მუქი, ტალღისებური ხაზებით.
ცილინდრული სანსევერია უფრო “ჩაცუცქული” ფორმისაა, მისი ფოთლები უფრო მილისმაგვარი, უფრო განიერი და მოკლეა, მიმართულია ზემოთკენ და წაწვეტებულია.
კარგია ცისტიტის სამკურნალოდ.
მოჭერით 1 ფოთოლი და დაჭერით, 2 სუფრის კოვზი მწვანე მასა ჩაყარეთ ქვაბში, დაუმატეთ 2 ჭიქა წყალი და ადუღეთ 10 წუთი. გადმოდგით, დაახურეთ სახურავი და დატოვეთ ეგრე 1 საათით. შემდეგ გაწურეთ. მიღებული ნახარში დალიეთ ჭამის წინ, ნახევარი ჭიქა, 3-4-ჯერ დღეში. სანსევერიას აქტიური ნივთიერებები დაგეხმარებათ ჩააქროთ ანთება, ექიმის დანიშნულ მკურნალობასთან ერთად კი დააჩქარებს გამოჯანმრთელებას.
⚜️სანსევერია⚜️
▪️სანსევერია, ძალიან მარტივად მოსავლელი მცენარეა და იდეალურია მათთვის, ვინც პირველად იწყებს მცენარესთან ურთიერთობას. მცენარე, იზიდავს მავნე ნივთიერებებს ოთახიდან და წმენდს ჰაერს.🌱🌱
▪️სანსევერია, მოითხოვს გაფილტრულ ან არაპირდაპირ სინათლეს. შეგიძლიათ მოათავსოთ, როგორც ოთახის განათებულ, ისე, შედარებით ჩრდილოვან კუთხეში. ნუ მორწყავთ ინტენსიურად, ბევრი წყალი მას გააფუჭებს. მორწყვებს შორის, ნიადაგი გამოუშრეთ.✔️💫💫
კატეგორია
დაგვირეკეთ