fbpx

პელარგონიუმი

5.00

პელარგონიუმის უამრავი სახეობა არსებობს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ყვავილის ფერით, ფოთლების ფორმითა და სურნელებით. ზოგი მათგანი ფერადი და სურნელოვანი ფოთლებით ფასობს. პელარგონიუმის ერთ-ერთი სახეობაა სამეფო პელარგონიუმი, რომელიც გამოირჩევა დიდი, სხვადასხვა ფერის ყვავილებით. მისი ყვავილი შეიძლება, იყოს: შავი, ვარდისფერი, წითელი ან თეთრი. ამ მცენარის ასობით სახეობიდან მაინც ყველაზე გამორჩეული „ზონალური“ პელარგონიუმია. მისი პატარ-პატარა ყვავილების კონა ძალიან ეფექტურია და ბინაში კარგადაც ხარობს.

ამ მცენარისთვის საუკეთესო ადგილია მზიანი ფანჯარა, თუმცა შუადღის მზეს მოარიდეთ ხოლმე, რომ მცენარეს ფოთლები და ყვავილები არ დაეწვას. პელარგონიუმი მთელი წლის განმავლობაში სინათლეზე უნდა იყოს, თორემ შეიძლება, თქვენმა მცენარემ საერთოდ არ იყვავილოს. შეგიძლიათ პელარგონიუმი აივანზე გაიტანოთ. იგი კარგი განათების ქვეშ იქნება და იმავდროულად, მზის სხივებიც ნაკლებად მოხვდება, თუ შესაფერის კუთხეში დადგამთ. თუ თქვენს ბინას აივანი არ აქვს, აუცილებლად მოიძებნება რომელიმე ოთახი, სადაც ნაკლებად შევა შუადღის მზის სხივები. რაც შეეხება ზამთარს, აუცილებლად დადგით მზიან ფანჯარაზე, რადგანაც ზამთრის სხივები არ ავნებს პელარგონიუმს და თავს მშვენივრადაც იგრძნობს ასეთ გარემოში.

საერთოდ, მცენარეთა მოყვარულები პელარგონიუმს უფრო იმიტომ ახარებენ, რომ ის, სათანადო პირობებში, მთელი წლის განმავლობაში ყვავის და ფერადი ყვავილებითაა დაფარული. თუ კარგად შეურჩევთ განათებულ ადგილს, მორწყავთ მისთვის შესაფერისი რეჟიმით და ტემპერატურასაც კარგად დაურეგულირებთ, გარწმუნებთ, პელარგონიუმი ყოველთვის გაახალისებს თქვენს სახლს ლამაზი და ფერადი ყვავილებით.

ზაფხულში ეცადეთ, პელარგონიუმს ტენი არ მოაკლოთ. ეს მცენარე დროდადრო სიმშრალესაც აიტანს, მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე, გახსოვდეთ, რომ მას მეტი სინესტე სჭირდება. ნათელ და თბილ ბინაში ზამთრობითაც გააგრძელეთ მორწყვა, თუმცა არა ისეთი ინტენსივობით, როგორც გაზაფხულსა და ზაფხულში. ასე, ხელს შეუწყობთ პელარგონიუმის აყვავებას წელიწადის სხვა სეზონებზეც.

იმისთვის, რომ მცენარეს კომპაქტური ფორმა ჰქონდეს, კარგად გაკრიჭეთ გაზაფხულზე და უფრო ლამაზი იქნება ზაფხულში. საერთოდ, ეს მცენარე ძალიან მაღალი არ იზრდება, დაახლოებით, 40-50 სანტიმეტრ სიმაღლეს აღწევს. მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ და თუ მცენარეს ყვავილები მოუჭკნა, აუცილებლად მოაშორეთ.

პელარგონიუმი იოლად მრავლდება. მისი გამრავლება შესაძლებელია ტოტების დაფესვიანებით. მოატეხეთ მცენარეს ერთი ტოტი, ჩადეთ წყალში, ცოტა ხანში ის ფესვს გამოიღებს და შემდეგ გადარგეთ მიწაში. რაც შეეხება ტემპერატურას, მისთვის იდეალურია მთელი წლის განმავლობაში ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი. თუ ზამთარში სინათლე მოაკლდა, სიგრილეში გადადგით, რომ მცენარემ ფორმა არ დაკარგოს.

In stock

პელარგონიუმი🌺🌱
🔴 პელარგონიუმი ფართოდ გავრცელებული და ულამაზესი ოთახის მცენარეა. განსაკუთრებით უყვარს სინათლე და მისთვის იდეალური ადგილია ფანჯრის რაფა.
🔴 მცენარეთა მოყვარულები პელარგონიუმს უფრო იმიტომ ახარებენ, რომ ის მთელი წლის განმავლობაში ყვავის. თუ კარგად შეურჩევთ განათებულ ადგილს, მორწყავთ მისთვის შესაფერისი რეჟიმით და ტემპერატურასაც კარგად დაურეგულირებთ, პელარგონიუმი ყოველთვის გაახალისებს თქვენს სახლს ლამაზი და ფერადი ყვავილებით.👌✨
ეს მცენარე სიმშრალესაც აიტანს, მაგრამ რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მას მეტი სინესტე სჭირდება

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “პელარგონიუმი”

Your email address will not be published.

შტრიხკოდი 72-1 კატეგორია
დაგვირეკეთ