პაჰირა-50 სმ
33.00
ბოთლის ხეა, რომელიც ბომასკის ოჯახის კუთვნილებაა. სამშობლო – სამხრეთ ამერიკა.
ბუნებრივი პირობებით, მას შეუძლია 20 მ-ის სიმაღლის მიღწევა, მაგრამ როცა ოთახში გაიზარდა, ეს არის 2-3 მ, ხოლო გვირგვინი დაახლოებით 1.5 დიამეტრამდეა. ხე არის ერთი ღეროვანი, იწყება ფილიალი 2 მ სიმაღლით, თხრილის ფოთლოვანი ფოთლები დიდხანს იწერება, მათი ფერი ღია მწვანეა. Pachira შეუძლია დაგროვების ტენიანობის ბაზაზე, ამიტომ ითვლება succulent და ბოთლის ხე.
პაჰირა / Pachira Aquatica






მსგავსი პროდუქტები
-
-
-
-
-
-
-
-
-
-
პელარგონიუმი
5.00კალათში დამატებაპელარგონიუმის უამრავი სახეობა არსებობს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ყვავილის ფერით, ფოთლების ფორმითა და სურნელებით. ზოგი მათგანი ფერადი და სურნელოვანი ფოთლებით ფასობს. პელარგონიუმის ერთ-ერთი სახეობაა სამეფო პელარგონიუმი, რომელიც გამოირჩევა დიდი, სხვადასხვა ფერის ყვავილებით. მისი ყვავილი შეიძლება, იყოს: შავი, ვარდისფერი, წითელი ან თეთრი. ამ მცენარის ასობით სახეობიდან მაინც ყველაზე გამორჩეული „ზონალური“ პელარგონიუმია. მისი პატარ-პატარა ყვავილების კონა ძალიან ეფექტურია და ბინაში კარგადაც ხარობს.
ამ მცენარისთვის საუკეთესო ადგილია მზიანი ფანჯარა, თუმცა შუადღის მზეს მოარიდეთ ხოლმე, რომ მცენარეს ფოთლები და ყვავილები არ დაეწვას. პელარგონიუმი მთელი წლის განმავლობაში სინათლეზე უნდა იყოს, თორემ შეიძლება, თქვენმა მცენარემ საერთოდ არ იყვავილოს. შეგიძლიათ პელარგონიუმი აივანზე გაიტანოთ. იგი კარგი განათების ქვეშ იქნება და იმავდროულად, მზის სხივებიც ნაკლებად მოხვდება, თუ შესაფერის კუთხეში დადგამთ. თუ თქვენს ბინას აივანი არ აქვს, აუცილებლად მოიძებნება რომელიმე ოთახი, სადაც ნაკლებად შევა შუადღის მზის სხივები. რაც შეეხება ზამთარს, აუცილებლად დადგით მზიან ფანჯარაზე, რადგანაც ზამთრის სხივები არ ავნებს პელარგონიუმს და თავს მშვენივრადაც იგრძნობს ასეთ გარემოში.
საერთოდ, მცენარეთა მოყვარულები პელარგონიუმს უფრო იმიტომ ახარებენ, რომ ის, სათანადო პირობებში, მთელი წლის განმავლობაში ყვავის და ფერადი ყვავილებითაა დაფარული. თუ კარგად შეურჩევთ განათებულ ადგილს, მორწყავთ მისთვის შესაფერისი რეჟიმით და ტემპერატურასაც კარგად დაურეგულირებთ, გარწმუნებთ, პელარგონიუმი ყოველთვის გაახალისებს თქვენს სახლს ლამაზი და ფერადი ყვავილებით.
ზაფხულში ეცადეთ, პელარგონიუმს ტენი არ მოაკლოთ. ეს მცენარე დროდადრო სიმშრალესაც აიტანს, მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე, გახსოვდეთ, რომ მას მეტი სინესტე სჭირდება. ნათელ და თბილ ბინაში ზამთრობითაც გააგრძელეთ მორწყვა, თუმცა არა ისეთი ინტენსივობით, როგორც გაზაფხულსა და ზაფხულში. ასე, ხელს შეუწყობთ პელარგონიუმის აყვავებას წელიწადის სხვა სეზონებზეც.
იმისთვის, რომ მცენარეს კომპაქტური ფორმა ჰქონდეს, კარგად გაკრიჭეთ გაზაფხულზე და უფრო ლამაზი იქნება ზაფხულში. საერთოდ, ეს მცენარე ძალიან მაღალი არ იზრდება, დაახლოებით, 40-50 სანტიმეტრ სიმაღლეს აღწევს. მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ და თუ მცენარეს ყვავილები მოუჭკნა, აუცილებლად მოაშორეთ.
პელარგონიუმი იოლად მრავლდება. მისი გამრავლება შესაძლებელია ტოტების დაფესვიანებით. მოატეხეთ მცენარეს ერთი ტოტი, ჩადეთ წყალში, ცოტა ხანში ის ფესვს გამოიღებს და შემდეგ გადარგეთ მიწაში. რაც შეეხება ტემპერატურას, მისთვის იდეალურია მთელი წლის განმავლობაში ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი. თუ ზამთარში სინათლე მოაკლდა, სიგრილეში გადადგით, რომ მცენარემ ფორმა არ დაკარგოს.
-
-
-
კროტონი 55სმ
78.00კალათში დამატებასაოცრად ლამაზი შეფერილობის მცენარე, რომელიც შემოვიდა წყნარი ოკიანის კუნძულებიდან და მალააზიიდან.კროტონის სხვადასხვა სახეობა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან ფოთლებით განსხვავდებიან არის ბრტყელი და სქელფოთლიანი ,ასევე წვრილ და საშვალო ფოთლებიანი. ფოთლები დასაწყისში არის მწვანე და შემდეგ იღებს სხვადასხვა შეფერილობას; ყვითელი ,წითელი ან ფორთოხლისფერი.
მოვლა:
კროტონის მოვლა ადვილი არაა ,საჭიროა ცოდნა და გამოცდილება,ძირითადად უნდა ეცადოთ ჰქონდეს კარგი განათება, შესაფერისი ტემპერატურა,საკმარისი მორწყვა და სინესტე .
სჭირდება ნათელი,მზიანი ადგილი რომ მისმა ფოთლებმა ლამაზი შეფერილობა მიიღონ,თუმცა ახალი ჯიშები დაბალი განათების შემთხვევაშიც აღწევენ ლამაზ შეფერილობას. ზამთარში 2-3 საათი შეგიძლიათ დატოვოთ პირდაპირ მზეზე ,ხოლო ზაფხულში პირდაპირ მზის სხივებს მოარიდეთ, ფოთლები რომ არ დაეწვათ.კროტონს არ უყვარს არც ძალიან მაღალი ტემპერატურა და არც დაბალი მისი ნორმალური განვითარებისთვის ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 20οC ზე. ტემპერატურა მკვეთრად არ უნდა იცვლებოდეს ზევი ქვევით , თუ ტემპერატურა მკვეთრად დაბლა დაეცა მას ყველა ფოთოლი ერთბაშად ჩამოსცვივა.
ხოლო თუ დაბლითა ფოთოლი ჩამოუცვივდა ან უფერულია და ფოთოლს ნაპირები უხმება ეს გამოწვეული იქნება ჰაერის დაბალი ტენიანობით. ამისთვის ფოთლები წყლით დანამეთ ხშირად და დაუდგით გვერდით წყლიანი თასი. -
-
-
ვინკა
12.00კალათში დამატებავინკავინკა ნიადაგმფარავი ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა. მისი ყველაზე მთავარი ღირსებაა – ნიადაგის დაფარვა, ისე, რომ სხვა სარეველებს ზრდის საშუალება არ ეძლევათ, ასევე ხელს უშლის ნიადაგის ეროზიას.ვინკა თავს მშვენივრად გრძნობს ხის ქვეშ, რომლის ფესვებიც ზედაპირულად არის განლაგებული და სულაც არ გრძნობს თავს შევიწროვებულად.
ვინკა გამოიყენება საკმაოდ დიდი ფართობების დასაფარად,მათ შორის ფერდობებისათვის, ყვავილებს შორის დასარგავად – ეფექტური გაფორმებისათვის, ბილიკებთან, ბუჩქების ქვეშ ცარიელი ადგილების შესავსებად.
შეგვიკვეთე და ჩვენ ადგილზე მოგიტანთ.