ნაძვი ვერცხლისფერი
მსგავსი პროდუქტები
-
-
ციკლამენი
25.00კალათში დამატებაციკლამენიარსებობენ მცენარეები, რომლებიც სახლის ენერგეტიკას ცვლიან. თქვენი საქმეა, დაიჯერებთ ამას თუ არა, მაგრამ ამბობენ, რომ ზოგიერთი მათგანი ოჯახში კონფლიქტს არეგულირებს, ზოგი ჯანმრთელობისთვის არის კარგი, ზოგს კი საერთოდ ბედნიერება მოაქვს.სწორედ ერთ-ერთი ასეთი მცენარეთაგანია ციკლამენი.ებრძვის დეპრესიას და ეხმარება ადამიანს, თავი უბედნიერესად და ყველასთვის საჭიროდ იგრძნოს. ასევე ძალიან კარგია ოჯახში სიყვარულის გადასახალისებლად.შეგვიკვეთეთ და ჩვენ ადგილზე მოგიტანთ.
-
-
-
-
კიპაროსი 80 სმ
56.00კალათში დამატებაკიპაროსი მინდა გაგიზიაროთ მცირედი ინფორმაცია ამ მშვენიერი ხე-მცენარის შესახებ რომელიც ნამდვილად გაამწვანებს, სასიამოვნოსა და ულამაზესს გახდის თქვენს ადგილსამყოფელს კიპაროსი ლამაზი, მარადმწვანე წიწვოვანი მცენარეა, არსებობს საუკუნეებია, მაგრამ მისი წარმოშობა უცნობია. მისი წიწვები შეიცავს სამკურნალოზეთებს, რასაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ სახალხო მკურნალები. მისი მერქანიძალიან მაგარია და მისგან ადრე გემებს ამზადებდნენ. ზოგ ქვეყანაში იგი გლოვის სიმბოლოდ აღიქმება, ამიტომ რგავენ …
-
ბზა-80 სმ
236.00კალათში დამატებაბზა (ლათ. Buxus) — ორლებნიან მცენარეთა გვარი ბზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე დაბალი ხეები ან ბუჩქებია. აქვს მოპირისპირე სქელი ფოთლები და ერთსქესიანი ყვავილები.შეიცავს 70-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში ფილიპინის, კალიმანტანის, მცირე ზონდის, მადაგასკარისა და სოკოტრას კუნძულებზე, აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ვესტ-ინდოეთში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში. კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება 2 რელიქტური სახეობა: კოლხური ბზა (ლათ. Buxus colchica) და ჰირკანული ბზა (ლათ. Buxus hyrcana). საქართველოში მოშენებულია ბზის 4 უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე ბზა (ლათ. Buxus sempervirens); წვრილფოთოლა ბზა (ლათ. Buxus microphylla); იაპონური ბზა (ლათ. Buxus japonica) და ბალეარული ბზა (ლათ. Buxus balearica).
ბზა მრავლდება კალმით, თესლითა და გადანაწვენით. ზოგჯერ ივითარებს ფესვისა და ძირკვის ამონაყარს. შეკრულ ხეთადგომაში ნაყოფმსხმოიარობას იწყებს 40-60 წლის ასაკში, ეულად მდგომი – 15 წლის ასაკიდან. ცოცხლობს 500-600 წელს, იზრდება ნელა. მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს. კარგად პრიალდება. იყენებენ (ძირითადად კოჟრებს) სხვადასხვა ნაკეთობისათვის; კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია “კავკასიური პალმის” ან “პალმის ხის” სახელწოდებით.
ბზის ფოთლებისა და ტოტებისაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს; ქერქისა და ფოთლების ნატენს იყენებენ მედიცინაში, შეიცავს (განსაკუთრებით ფოთლები) ალკალოიდ ბუქსინს. თესლში 37%-მდე ზეთია.
თაფლოვანი მცენარეებია. აფრიკასა და ზოგიერთ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყანაში ნამდვილ ბზას ცვლის აფრიკული ბზა ანუ “კამასი” (ლათ. Gonioma kamassi), რომელიც სხვა გვარსა და ოჯახს განეკუთვნება. მისი მერქანი ემსგავსება ბზისას.
-
აბელია
590.00კალათში დამატებააბელია-180-სმ-მდე
აბელია (ლათ. Abelia) — მცენარეთა გვარი ცხრატყავასებრთა ოჯახისა. მისი 36-მდე სახეობა ფოთოლმცვივანი, ხოლო ზოგი მარადმწვანე ბუჩქია. უმრავლესობა გვხვდება აღმოსავლეთ აზიაში, ორი სახეობა — ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოს ბაღ-პარკებში ხარობს 5 სახეობა, უფრო ხშირად გვხვდება ჩინური აბელია (Abelia chinensis) და მრავალყვავილა აბელია (Abelia floribunda).სურნელოვანი ყვავილი. აბელია ყვავილობს ხანგრძლივად, ადვილად მრავლდება კალმებითა და თესლით.
-
-
-
-
-
შეფლერა ბუჩქი100 სმ
270.00კალათში დამატებაგსმენიათ ამ საოცრად ლამაზი და სასარგებლო მცენარის შესახებ?თუ სახლში ერთი ადამიანი მაინც მწეველია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი დისკომფორტია აივანზე გადანაცვლება, მაშინ აუცილებლად უნდა დამეგობრდეთ შეფლერასთან.მას სინათლეზე ფოთლები უჭრელდება, დიდი ოდენობით გამოჰყოფს ჟანგბადს და შესანიშნავად ანეიტრალებს ჰაერში ნიკოტინის შემცველობას.ფლორისტები დიდ რეკომენდაციას უწევენ შეფლერასშეგვიკეთე და ჩვენ ადგილზე მოგიტანთ.
T. 551148700
-
კიპაროსი არიზონიკა
354.00კალათში დამატება🌲🌲🌲🌲არიზონას კვიპაროსი, გამორჩეული და მდიდარი ვერცხლისფერით, ნებისმიერი ამბიციური ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.
ადვილად ფორმირდება და შეგიძლიათ თქვენი სასურველი დიზაინის ღობედ გააშენოთ, თუმცა მხოლოდ ერთი, დამოუკიდებელი ხეც, ულამაზესია.
რა თქმა უნდა, ჩვენი სანერგე ნებისმიერი რაოდენობის ნერგს შემოგთავაზებთ
-
-
Reviews
There are no reviews yet.