fbpx
ნახეთ კალათა0.00

No products in the cart.

კროტონი 55სმ

78.00

საოცრად ლამაზი შეფერილობის მცენარე, რომელიც შემოვიდა წყნარი ოკიანის კუნძულებიდან და მალააზიიდან.კროტონის სხვადასხვა სახეობა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან ფოთლებით განსხვავდებიან არის ბრტყელი და სქელფოთლიანი ,ასევე წვრილ და საშვალო ფოთლებიანი. ფოთლები დასაწყისში არის მწვანე და შემდეგ იღებს სხვადასხვა შეფერილობას; ყვითელი ,წითელი ან ფორთოხლისფერი.

მოვლა:

კროტონის მოვლა ადვილი არაა ,საჭიროა ცოდნა და გამოცდილება,ძირითადად უნდა ეცადოთ ჰქონდეს კარგი განათება, შესაფერისი ტემპერატურა,საკმარისი მორწყვა და სინესტე .
სჭირდება ნათელი,მზიანი ადგილი რომ მისმა ფოთლებმა ლამაზი შეფერილობა მიიღონ,თუმცა ახალი ჯიშები დაბალი განათების შემთხვევაშიც აღწევენ ლამაზ შეფერილობას. ზამთარში 2-3 საათი შეგიძლიათ დატოვოთ პირდაპირ მზეზე ,ხოლო ზაფხულში პირდაპირ მზის სხივებს მოარიდეთ, ფოთლები რომ არ დაეწვათ.

კროტონი "პეტრა"

კროტონს არ უყვარს არც ძალიან მაღალი ტემპერატურა და არც დაბალი მისი ნორმალური განვითარებისთვის ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 20οC ზე. ტემპერატურა მკვეთრად არ უნდა იცვლებოდეს ზევი ქვევით , თუ ტემპერატურა მკვეთრად დაბლა დაეცა მას ყველა ფოთოლი ერთბაშად ჩამოსცვივა.
ხოლო თუ დაბლითა ფოთოლი ჩამოუცვივდა ან უფერულია და ფოთოლს ნაპირები უხმება ეს გამოწვეული იქნება ჰაერის დაბალი ტენიანობით. ამისთვის ფოთლები წყლით დანამეთ ხშირად და დაუდგით გვერდით წყლიანი თასი.

კატეგორია Tag:
დაგვირეკეთ