კალანხოე
5.50
კალანხოესთვის პრაქტიკულად ოთახის ყველა ის კუთხე გამოდგება, სადაც ოდნავ მაინც ხვდება მზის სინათლე, რადგან მცენარე ერთნაირად კარგად იზრდება როგორც ნათელ ადგილას, ისე ნახევარჩრდილშიც. მზის პირდაპირი სხივებიც კი ვერაფერს ვნებს. მზის გულზე დიდხანს ყოფნით, შესაძლოა, მხოლოდ ფოთლები გაუწითლდეს. სუკულენტი მცენარეების მსგავსად, კალანხოეც კარგად იტანს დღისა და ღამის ტემპერატურის მონაცვლეობას. აქედან გამომდინარე, ზაფხულობით თავს ყველაზე კარგად გრძნობს აივანზე. თუ მისი აივანზე გატანის შესაძლებლობა არ გაქვთ, მცენარეს ოთახი რეგულარულად გაუნიავეთ. მაღალ ტემპერატურას არც ზამთარში საჭიროებს და მინიმალური მორწყვის პირობებში, 10-12 გრადუსზეც შესანიშნავად გამოიზამთრებს.
მოვლა
კალანხოე, როგორც ყველა სუკულენტი მცენარე, სითხეს ფოთლებში იკავებს, ამიტომ ის დიდი ხნის მოურწყველობასაც კარგად უძლებს. თუმცა, იდეალური ვარიანტია – თუ მცენარეს ზომიერად მორწყავთ, ანუ ისე, რომ ფესვებში წყალი არ ჩაუდგეს. საჭიროა, მორწყვის შემდეგ, სადგამზე დაგროვილი წყალიც გადაუღვაროთ. ზამთარში მორწყვა მუნიმუმამდე (10-14 დღეში 1-ჯერ) უნდა შეამციროთ და მორწყვათა შორის მიწას კარგად გამოშრობა უნდა დააცადოთ. რაც მთავარია – კალანხოე წელიწადის ყველა დროს ნადგომი, ძველი წყლით უნდა მორწყათ.
მიმდინარე ზომა: 24სმ
In stock
მსგავსი პროდუქტები
-
-
-
შეფლერა 20 სმ
25.00კალათში დამატებაგსმენიათ ამ საოცრად ლამაზი და სასარგებლო მცენარის შესახებ?თუ სახლში ერთი ადამიანი მაინც მწეველია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი დისკომფორტია აივანზე გადანაცვლება, მაშინ აუცილებლად უნდა დამეგობრდეთ შეფლერასთან.მას სინათლეზე ფოთლები უჭრელდება, დიდი ოდენობით გამოჰყოფს ჟანგბადს და შესანიშნავად ანეიტრალებს ჰაერში ნიკოტინის შემცველობას.ფლორისტები დიდ რეკომენდაციას უწევენ შეფლერასშეგვიკეთე და ჩვენ ადგილზე მოგიტანთ.
T. 551148700
-
-
სანსევერია
19.00კალათში დამატებასანსევერია.ის ერთ-ერთი ყველაზე უპრობლემო მცენარეა, თანაც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო, რამდენადაც ასუბთავებს ჰაერს მავნე ნივთიერებებისაგან.თუ ფიქრობთ რომ მისთვის ადგილი არ გაქვთ, ეგეც არაა პრობლემა, შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას დადგათ.სანსევერიის სამშობლო აფრიკის ტროპიკებია. მისი 70-მდე სახეობა არსებობს, მაგრამ ოთახის პირობებში მხოლოდ 2-ს ზრდიან: სამზოლიანს და ცილინდრულს.სამზოლიან სანსევერიას გრძელი ფოთლები აქვს – 1.5 მეტრი, სიგანე-7 სანტიმეტრამდე, ხმლის მაგვარი, ფოთლები ღია მწვანე ფერის აქვს უფრო მუქი, ტალღისებური ხაზებით.ცილინდრული სანსევერია უფრო “ჩაცუცქული” ფორმისაა, მისი ფოთლები უფრო მილისმაგვარი, უფრო განიერი და მოკლეა, მიმართულია ზემოთკენ და წაწვეტებულია.კარგია ცისტიტის სამკურნალოდ.მოჭერით 1 ფოთოლი და დაჭერით, 2 სუფრის კოვზი მწვანე მასა ჩაყარეთ ქვაბში, დაუმატეთ 2 ჭიქა წყალი და ადუღეთ 10 წუთი. გადმოდგით, დაახურეთ სახურავი და დატოვეთ ეგრე 1 საათით. შემდეგ გაწურეთ. მიღებული ნახარში დალიეთ ჭამის წინ, ნახევარი ჭიქა, 3-4-ჯერ დღეში. სანსევერიას აქტიური ნივთიერებები დაგეხმარებათ ჩააქროთ ანთება, ექიმის დანიშნულ მკურნალობასთან ერთად კი დააჩქარებს გამოჯანმრთელებას. -
-
ნანდინა-50 სმ
85.00კალათში დამატებამრავალწლიანი, მარადმწვანე, ყინვაგამძლე, მაღალდეკორატიული ბუჩქოვანი მცენარე.
მრგვალი ფორმის ჯუჯა ბუჩქი, რომლის ვარსკვლავისებური თეთრი ყვავილები შუა ზაფხულში ყვავის.
შემოდგომაზე ფოთლები იფერება ალისფერისა და სპილენძისფერის მოელვარე გრადაციით.
ირგვება მზიან ან ნახევრად მზიან ადგილას. -
-
პელარგონიუმი
5.00კალათში დამატებაპელარგონიუმის უამრავი სახეობა არსებობს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ყვავილის ფერით, ფოთლების ფორმითა და სურნელებით. ზოგი მათგანი ფერადი და სურნელოვანი ფოთლებით ფასობს. პელარგონიუმის ერთ-ერთი სახეობაა სამეფო პელარგონიუმი, რომელიც გამოირჩევა დიდი, სხვადასხვა ფერის ყვავილებით. მისი ყვავილი შეიძლება, იყოს: შავი, ვარდისფერი, წითელი ან თეთრი. ამ მცენარის ასობით სახეობიდან მაინც ყველაზე გამორჩეული „ზონალური“ პელარგონიუმია. მისი პატარ-პატარა ყვავილების კონა ძალიან ეფექტურია და ბინაში კარგადაც ხარობს.
ამ მცენარისთვის საუკეთესო ადგილია მზიანი ფანჯარა, თუმცა შუადღის მზეს მოარიდეთ ხოლმე, რომ მცენარეს ფოთლები და ყვავილები არ დაეწვას. პელარგონიუმი მთელი წლის განმავლობაში სინათლეზე უნდა იყოს, თორემ შეიძლება, თქვენმა მცენარემ საერთოდ არ იყვავილოს. შეგიძლიათ პელარგონიუმი აივანზე გაიტანოთ. იგი კარგი განათების ქვეშ იქნება და იმავდროულად, მზის სხივებიც ნაკლებად მოხვდება, თუ შესაფერის კუთხეში დადგამთ. თუ თქვენს ბინას აივანი არ აქვს, აუცილებლად მოიძებნება რომელიმე ოთახი, სადაც ნაკლებად შევა შუადღის მზის სხივები. რაც შეეხება ზამთარს, აუცილებლად დადგით მზიან ფანჯარაზე, რადგანაც ზამთრის სხივები არ ავნებს პელარგონიუმს და თავს მშვენივრადაც იგრძნობს ასეთ გარემოში.
საერთოდ, მცენარეთა მოყვარულები პელარგონიუმს უფრო იმიტომ ახარებენ, რომ ის, სათანადო პირობებში, მთელი წლის განმავლობაში ყვავის და ფერადი ყვავილებითაა დაფარული. თუ კარგად შეურჩევთ განათებულ ადგილს, მორწყავთ მისთვის შესაფერისი რეჟიმით და ტემპერატურასაც კარგად დაურეგულირებთ, გარწმუნებთ, პელარგონიუმი ყოველთვის გაახალისებს თქვენს სახლს ლამაზი და ფერადი ყვავილებით.
ზაფხულში ეცადეთ, პელარგონიუმს ტენი არ მოაკლოთ. ეს მცენარე დროდადრო სიმშრალესაც აიტანს, მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე, გახსოვდეთ, რომ მას მეტი სინესტე სჭირდება. ნათელ და თბილ ბინაში ზამთრობითაც გააგრძელეთ მორწყვა, თუმცა არა ისეთი ინტენსივობით, როგორც გაზაფხულსა და ზაფხულში. ასე, ხელს შეუწყობთ პელარგონიუმის აყვავებას წელიწადის სხვა სეზონებზეც.
იმისთვის, რომ მცენარეს კომპაქტური ფორმა ჰქონდეს, კარგად გაკრიჭეთ გაზაფხულზე და უფრო ლამაზი იქნება ზაფხულში. საერთოდ, ეს მცენარე ძალიან მაღალი არ იზრდება, დაახლოებით, 40-50 სანტიმეტრ სიმაღლეს აღწევს. მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ და თუ მცენარეს ყვავილები მოუჭკნა, აუცილებლად მოაშორეთ.
პელარგონიუმი იოლად მრავლდება. მისი გამრავლება შესაძლებელია ტოტების დაფესვიანებით. მოატეხეთ მცენარეს ერთი ტოტი, ჩადეთ წყალში, ცოტა ხანში ის ფესვს გამოიღებს და შემდეგ გადარგეთ მიწაში. რაც შეეხება ტემპერატურას, მისთვის იდეალურია მთელი წლის განმავლობაში ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი. თუ ზამთარში სინათლე მოაკლდა, სიგრილეში გადადგით, რომ მცენარემ ფორმა არ დაკარგოს.
-
-
-
-
-
-
-
არეკა 100 სმ
258.00კალათში დამატებაჰამედორის პალმა
Areca არის პალმის Areca ოჯახის წევრი, რომელიც შედგება თითქმის 50 სხვადასხვა სახეობის მცენარისგან, რომელთა სამშობლო არის ტროპიკული წვიმების ტყეები აზიაში. პალმის ხე შედგება გრძელი და თხელი ღეროსგან, რომელსაც აქვს გლუვი ზედაპირი და აქვს კვალი – რგოლები (ნაწიბურების სახით) ქვედა ნაწილში, გაჯერებული მწვანე ფერის დიდი მყარი დაცლილი ფოთლებიდან. ამ მცენარის კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა პატარა ზომის თეთრი ყვავილები, რომლებიც გროვდება კობის inflorescences, და წითელ-ყვითელი ხილი თეთრი-ვარდისფერი თესლებით.
Areca- ს სახეები
Areca yellowing – საშუალო სიმაღლის პალმა, დიდი თაღოვანი ფოთლებით, ერთიდან ერთ და ნახევარ მეტრამდე. მაგისტრალის დიამეტრმა შეიძლება 1 მ-ს მიაღწიოს, ხოლო მცენარის სიმაღლე დაახლოებით 10 მ.
Areca catechu ან ბეთელის პალმა – სიმაღლის მცენარე, მიაღწია ოცი მეტრის სიმაღლეს, მაგისტრალური დიამეტრი დაახლოებით ნახევარი მეტრი და ორი მეტრიანი სეგმენტირებული ფოთლები.
სამნავიანი არკა – განუყოფელი (ორი ან სამი მეტრიანი) პალმის ხე თხელი საყრდენით (არაუმეტეს 5 სმ) და სწორი მეტრი ან ნახევარი მეტრიანი ფოთლებით, წვეთოვანი სეგმენტებით.
Reviews
There are no reviews yet.