ბეგონია, წითელი, ვარდისფერი, თეთრი
მსგავსი პროდუქტები
-
-
ვინკა
12.00კალათში დამატებავინკავინკა ნიადაგმფარავი ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა. მისი ყველაზე მთავარი ღირსებაა – ნიადაგის დაფარვა, ისე, რომ სხვა სარეველებს ზრდის საშუალება არ ეძლევათ, ასევე ხელს უშლის ნიადაგის ეროზიას.ვინკა თავს მშვენივრად გრძნობს ხის ქვეშ, რომლის ფესვებიც ზედაპირულად არის განლაგებული და სულაც არ გრძნობს თავს შევიწროვებულად.
ვინკა გამოიყენება საკმაოდ დიდი ფართობების დასაფარად,მათ შორის ფერდობებისათვის, ყვავილებს შორის დასარგავად – ეფექტური გაფორმებისათვის, ბილიკებთან, ბუჩქების ქვეშ ცარიელი ადგილების შესავსებად.
შეგვიკვეთე და ჩვენ ადგილზე მოგიტანთ.
-
-
ნანდინა-50 სმ
85.00კალათში დამატებამრავალწლიანი, მარადმწვანე, ყინვაგამძლე, მაღალდეკორატიული ბუჩქოვანი მცენარე.
მრგვალი ფორმის ჯუჯა ბუჩქი, რომლის ვარსკვლავისებური თეთრი ყვავილები შუა ზაფხულში ყვავის.
შემოდგომაზე ფოთლები იფერება ალისფერისა და სპილენძისფერის მოელვარე გრადაციით.
ირგვება მზიან ან ნახევრად მზიან ადგილას. -
-
-
-
-
-
კალანხოე
5.50კალათში დამატებაკალანხოესთვის პრაქტიკულად ოთახის ყველა ის კუთხე გამოდგება, სადაც ოდნავ მაინც ხვდება მზის სინათლე, რადგან მცენარე ერთნაირად კარგად იზრდება როგორც ნათელ ადგილას, ისე ნახევარჩრდილშიც. მზის პირდაპირი სხივებიც კი ვერაფერს ვნებს. მზის გულზე დიდხანს ყოფნით, შესაძლოა, მხოლოდ ფოთლები გაუწითლდეს. სუკულენტი მცენარეების მსგავსად, კალანხოეც კარგად იტანს დღისა და ღამის ტემპერატურის მონაცვლეობას. აქედან გამომდინარე, ზაფხულობით თავს ყველაზე კარგად გრძნობს აივანზე. თუ მისი აივანზე გატანის შესაძლებლობა არ გაქვთ, მცენარეს ოთახი რეგულარულად გაუნიავეთ. მაღალ ტემპერატურას არც ზამთარში საჭიროებს და მინიმალური მორწყვის პირობებში, 10-12 გრადუსზეც შესანიშნავად გამოიზამთრებს.
მოვლა
კალანხოე, როგორც ყველა სუკულენტი მცენარე, სითხეს ფოთლებში იკავებს, ამიტომ ის დიდი ხნის მოურწყველობასაც კარგად უძლებს. თუმცა, იდეალური ვარიანტია – თუ მცენარეს ზომიერად მორწყავთ, ანუ ისე, რომ ფესვებში წყალი არ ჩაუდგეს. საჭიროა, მორწყვის შემდეგ, სადგამზე დაგროვილი წყალიც გადაუღვაროთ. ზამთარში მორწყვა მუნიმუმამდე (10-14 დღეში 1-ჯერ) უნდა შეამციროთ და მორწყვათა შორის მიწას კარგად გამოშრობა უნდა დააცადოთ. რაც მთავარია – კალანხოე წელიწადის ყველა დროს ნადგომი, ძველი წყლით უნდა მორწყათ.
მიმდინარე ზომა: 24სმ -
შეფლერა 20 სმ
25.00კალათში დამატებაგსმენიათ ამ საოცრად ლამაზი და სასარგებლო მცენარის შესახებ?თუ სახლში ერთი ადამიანი მაინც მწეველია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი დისკომფორტია აივანზე გადანაცვლება, მაშინ აუცილებლად უნდა დამეგობრდეთ შეფლერასთან.მას სინათლეზე ფოთლები უჭრელდება, დიდი ოდენობით გამოჰყოფს ჟანგბადს და შესანიშნავად ანეიტრალებს ჰაერში ნიკოტინის შემცველობას.ფლორისტები დიდ რეკომენდაციას უწევენ შეფლერასშეგვიკეთე და ჩვენ ადგილზე მოგიტანთ.
T. 551148700
-
-
-
-
-
პელარგონიუმი
5.00კალათში დამატებაპელარგონიუმის უამრავი სახეობა არსებობს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ყვავილის ფერით, ფოთლების ფორმითა და სურნელებით. ზოგი მათგანი ფერადი და სურნელოვანი ფოთლებით ფასობს. პელარგონიუმის ერთ-ერთი სახეობაა სამეფო პელარგონიუმი, რომელიც გამოირჩევა დიდი, სხვადასხვა ფერის ყვავილებით. მისი ყვავილი შეიძლება, იყოს: შავი, ვარდისფერი, წითელი ან თეთრი. ამ მცენარის ასობით სახეობიდან მაინც ყველაზე გამორჩეული „ზონალური“ პელარგონიუმია. მისი პატარ-პატარა ყვავილების კონა ძალიან ეფექტურია და ბინაში კარგადაც ხარობს.
ამ მცენარისთვის საუკეთესო ადგილია მზიანი ფანჯარა, თუმცა შუადღის მზეს მოარიდეთ ხოლმე, რომ მცენარეს ფოთლები და ყვავილები არ დაეწვას. პელარგონიუმი მთელი წლის განმავლობაში სინათლეზე უნდა იყოს, თორემ შეიძლება, თქვენმა მცენარემ საერთოდ არ იყვავილოს. შეგიძლიათ პელარგონიუმი აივანზე გაიტანოთ. იგი კარგი განათების ქვეშ იქნება და იმავდროულად, მზის სხივებიც ნაკლებად მოხვდება, თუ შესაფერის კუთხეში დადგამთ. თუ თქვენს ბინას აივანი არ აქვს, აუცილებლად მოიძებნება რომელიმე ოთახი, სადაც ნაკლებად შევა შუადღის მზის სხივები. რაც შეეხება ზამთარს, აუცილებლად დადგით მზიან ფანჯარაზე, რადგანაც ზამთრის სხივები არ ავნებს პელარგონიუმს და თავს მშვენივრადაც იგრძნობს ასეთ გარემოში.
საერთოდ, მცენარეთა მოყვარულები პელარგონიუმს უფრო იმიტომ ახარებენ, რომ ის, სათანადო პირობებში, მთელი წლის განმავლობაში ყვავის და ფერადი ყვავილებითაა დაფარული. თუ კარგად შეურჩევთ განათებულ ადგილს, მორწყავთ მისთვის შესაფერისი რეჟიმით და ტემპერატურასაც კარგად დაურეგულირებთ, გარწმუნებთ, პელარგონიუმი ყოველთვის გაახალისებს თქვენს სახლს ლამაზი და ფერადი ყვავილებით.
ზაფხულში ეცადეთ, პელარგონიუმს ტენი არ მოაკლოთ. ეს მცენარე დროდადრო სიმშრალესაც აიტანს, მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე, გახსოვდეთ, რომ მას მეტი სინესტე სჭირდება. ნათელ და თბილ ბინაში ზამთრობითაც გააგრძელეთ მორწყვა, თუმცა არა ისეთი ინტენსივობით, როგორც გაზაფხულსა და ზაფხულში. ასე, ხელს შეუწყობთ პელარგონიუმის აყვავებას წელიწადის სხვა სეზონებზეც.
იმისთვის, რომ მცენარეს კომპაქტური ფორმა ჰქონდეს, კარგად გაკრიჭეთ გაზაფხულზე და უფრო ლამაზი იქნება ზაფხულში. საერთოდ, ეს მცენარე ძალიან მაღალი არ იზრდება, დაახლოებით, 40-50 სანტიმეტრ სიმაღლეს აღწევს. მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ და თუ მცენარეს ყვავილები მოუჭკნა, აუცილებლად მოაშორეთ.
პელარგონიუმი იოლად მრავლდება. მისი გამრავლება შესაძლებელია ტოტების დაფესვიანებით. მოატეხეთ მცენარეს ერთი ტოტი, ჩადეთ წყალში, ცოტა ხანში ის ფესვს გამოიღებს და შემდეგ გადარგეთ მიწაში. რაც შეეხება ტემპერატურას, მისთვის იდეალურია მთელი წლის განმავლობაში ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი. თუ ზამთარში სინათლე მოაკლდა, სიგრილეში გადადგით, რომ მცენარემ ფორმა არ დაკარგოს.
Reviews
There are no reviews yet.