fbpx
ნახეთ კალათა0.00

No products in the cart.

მოვლა

ოთახის მცენარეების მორწყვა

How to Water Plants When You're Away on Vacation
მცენარეების მოვლა, ქოთანში გადარგვა

• სანამ მცენარის მორწყვას გადაწყვეტთ, მანამდე დარწმუნდით რომ ნამდვილად სჭირდება მას წყალი.

• ეს  შეგიძლიათ გაიგოთ მიწაზე შეხებით. თუ მშრალია მიწა ე.ი მოსარწყავია

• გახსოვდეთ: ჭარბი მორწყვა  საშიშია მცენარისთვის. თითოეული მცენარეს ესაჭიროება მორწყვის ინდივიდუალური რეჟიმი.

•არ დაასხათ მცენარეებს ონკანის წყალი, რადგან ონკანის წყალი ცივი და ქლორიანია, რაც მცენარისთვის საზიანოა. ჯობია ნადგომი წყლით მორწყათ თქვენი მცენარე .

• მცენარეებისთვის ყველაზე სასარგებლო კი წვიმის წყალია. წვიმიან დღეებში შეგიძლიათ შეაგროვოთ წვიმის წყალი და გამოიყენოთ თქვენი მცენარეების მოსარწყვას

მცენარეების მოვლა, ქოთანში გადარგვა
Mini Speckled Plant Pot, Indoor Plant Pot, Small Succulent Planter, Plant  Lover Gift, Handmade Cactus Planter, Housewarming Gift | Indoor plant pots,  Small succulents, Potted plants

რატომ უნდა შევუცვალოთ მცენარეს ქოთანი?

მცენარის  ფესვები და ღეროვანი ნაწილი ერთდროულად ვითარდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნიადაგი იფიტება და  pH ღირებულებები იცვლება, რაც ფესვების განვითარებას ამცირებს. ქოთანში მცენარე ვეღარ ეტევა.  როდესაც მცენარის ქვედა ფოთლები გაყვითლებას იწყებს, ეს იმის მანიშნებელია რომ ქოთანი გამოსაცვლელია.

როდის უნდა შევუცვალოთ მცენარეს ქოთანი?

მცენარის ზრდის ტემპის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ყვავილის ქოთანი 12-24 თვეში ერთხელ შევცვალოთ. ამ დროს მერყეობს მცენარეთა ზრდის ტემპები.

 ჯანსაღი მცენარის გადარგვა უმჯობესია გაზაფხულზე და შემოდგომაზე, რადგან ამ პერიოდში მცენარეები განვითარების ფაზაში არიან. თუ მცენარე დაავადებულია, და საჭიროებს გადარგვას, მაშინ გადარგვა შეგვიძლია ნებისმიერ პერიოდში.

როგორ უნდა შევუცვალოთ მცენარეს ქოთანი?

მცენარე უნდა გადაირგოს 1 ზომით მოზრდილ ქოთანიში თავისი მიწით. თუ მცენარე დაავადებულია, მაშინ უმჯობესია  მცენარეს მოშორდეს ძველი მიწა, წაეჭრას ფესვები ცოტათი და ჩავრგოთ 1 ზომით პატარა ქოთანში, დავუსხათ წყალი იმდენი რომ მიწა მთლიანად დასველდეს, დავდგათ ჩრდილში, მოარიდეთ პირდაპირი მზის სხივებს. ახალ გადარგულ მცენარეს 4-6 კვირის განმავლობაში არ ესაჭიროება სასუქი.

დაგვირეკეთ